New Microsoft Word Document.docx

Description
X საუკუნის დასაწყისის დიდი გერმანელი ფილოსოფოსის მაქს ვებერის სწავლებაში, მისი უნივერსალური ხასიათიდან გამომდინარე, გარკვეულ წილად დღევანდელ საქართველოში არსებული პოლიტიკური რეალიებიც აისახება. 1919 წლის იანვარში მიუნხენის უნივერსიტეტის „თავისუფალ სტუდენტთა ასოციაციის“ წინაშე ლექციით წარსდგა ეკონომისტი და სოციოლოგი მაქს ვებერი, რომელიც I მსოფლიო ომის შემდგომი გერმანიის ერთერთ ყველაზე გავლენიან ინტელექტუალად განიხილებოდა. ლექცია სახელწოდებით “Politik als beruf“ (პირობითად შეიძლება ითარგმნოს -

Please download to get full document.

View again

of 5
All materials on our website are shared by users. If you have any questions about copyright issues, please report us to resolve them. We are always happy to assist you.
Information
Category:

Documents

Publish on:

Views: 2 | Pages: 5

Extension: DOCX | Download: 0

Share
Transcript
  X  საუკუნის   დასაწყისის   დიდი   გერმანელი   ფილოსოფოსის   მაქს   ვებერის    სწავლებაში , მისი   უნივერსალური    ხასიათიდან   გამომდინარე , გარკვეულ   წილად   დღევანდელ    საქართველოში   არსებული   პოლიტიკური   რეალიებიც   აისახება . 1919 წლის   იანვარში   მიუნხენის   უნივერსიტეტის   „ თავისუფალ    სტუდენტთა   ასოციაციის “ წინაშე   ლექციით   წარსდგა   ეკონომისტი   და    სოციოლოგი   მაქს   ვებერი , რომელიც  I მსოფლიო   ომის    შემდგომი   გერმანიის   ერთერთ   ყველაზე   გავლენიან   ინტელექტუალად   განიხილებოდა . ლექცია    სახელწოდებით   “Politik als beruf“ ( პირობითად    შეიძლება   ითარგმნოს  - „ პოლიტიკა   როგორც   მოწოდება “), რომლის   ტექსტი   ფართოდ   გავრცელდა   იმდროინდელ   გერმანიაში , მალევე   გამოიცა   ესსეს    სახით , ითარგმნა    სხვა   ევროპულ   ენებზე   და   თანამედროვე   პოლიტიკის    სოციოლოგიის   ერთერთ   ფუძემდებელ   ტექსტად   იქცა . გამომდინარე   მაშინდელი   პოლიტიკური   კონიუნქტურიდან   და   ვებერის    სტატუსიდან  ( ის   ვერსალის   ზავის    ხელისმომწერ   დელეგაციაშიც   გახლდათ   მრჩევლის   რანგში ), აუდიტორიის   მოლოდინი   უთუოდ   გულისხმობდა   დემორალიზებული   ქვეყნისთვის   ერთგვარი   „  სამოქმედო   გეგმის “ გაცნობას . ამის   ნაცვლად ,  სოციოლოგმა    სტუდენტებს   ძალაუფლების   მექანიზმების , მისი   ლეგიტიმურობის ,  ხელისუფლებისა   და   მოქალაქის   ურთიერთდამოკიდებულების   ფართო   მიმოხილვა    შესთავაზა .  ხსენებულ   ლექციაში   ვებერის   აზროვნება    სამი   ძირითადი   მიმართულებით   ვითარდება : თანამედროვე    სახელმწიფო , მისი   არსი   და   დანიშნულება ; პოლიტიკოსის   მორალური   თვისებები   და   მისი    საზოგადოებრივი   ფუნქცია ; ეთიკის   მრავალმხრივი    საკითხები   პოლიტიკასთან   მიმართებაში . თვით   ლექციის   მიზანი  ( რომლის    სახელწოდებაში   არსებულ    სიტყვა  beruf -  ს   ორმაგი   დატვირთვა   აქვს : „ პროფესია “ და   ასევე   „ მოწოდება “), ემსახურება   არა   მხოლოდ   მსმენელისთვის   პოლიტიკური   ანბანის   განმარტებას , არამედ   თანამედროვე    სახელმწიფოში   არსებული   გამოწვევების   კონტექსტში  - პოლიტიკური   კულტურის   ამაღლებას . ვებერი   იმთავითვე   განავრცობს   პოლიტიკის   რეალისტურად    ხედვის   იდეას   და   ამბობს , რომ   თუკი   ოდითგანვე    სოციალური   ფორმაციებისთვის   უცნობი   იქნებოდა   ძალის   გამოყენების , როგორც    საშუალების   პრინციპი ,  სახელმწიფო  - მისი   კონცეპტუალური    სახით   არასოდეს   იარსებებდა : „ ამ    შემთხვევაში   „  სახელმწიფო “ როგორც   ცნება   გაქრებოდა   და   იმას , რაც   აღმოცენდებოდა , ჩვენ   „ ანარქიად “ მოვიხსენიებდით .“  შესაბამისად ,  სახელმწიფო   გვევლინება    საზოგადოებრივი   მოწყობის   ერთადერთ   ფორმად , რომელსაც   „ ფიზიკური   ძალის   გამოყენების   ლეგიტიმური   მონოპოლია “ გააჩნია . არისტოტელეს   და , მოგვიანებით , ჰობსის   მსგავსად , ვებერი   პოლიტიკას   მმართველებსა   და   ქვეშევრდომებს    შორის   არსებულ   ურთიერთკავშირად    განიხილავს   და   განმარტავს , რომ   „  სახელმწიფო   წარმოადგენს   ადამიანების   ადამიანებზე   ბრძანებლობის   ურთიერთობას , რომელიც   ეყრდნობა   ლეგიტიმურ  ( ანუ , ლეგიტიმურად   მიჩნეულ ) ძალადობას   როგორც    საშუალებას . ამრიგად , იმისთვის   რომ    სახელმწიფომ   იარსებოს , მოქალაქენი   რომლებზეც   ბრძანებლობენ , მუდამ   უნდა   ექვემდებარებოდნენ   იმ   ავტორიტეტს , რომელსაც   იმოწმებენ    ხელისიფლებაში   მყოფნი “.   მსგავსი , ტიპიურად   ჰობსიანური    ხედვის   რეგისტრში , 2013 წლის  17 მაისს   თბილისში , რუსთაველის   გამზირსა   და   მის   მიმდებარე   ტერიტორიებზე   განვითარებული   მოვლენები   უსათუოდ   გვევლინება   როგორც    სახელმწიფოს   უკან   დახევა , კვაზი - კაპიტულაცია   ეკლესიის   ობსკურანტისტული   ძალების   მიერ   მართული   ბრბოს   წინაშე . აქციის   დაწყებამდე   რეტროგრადი   კლერიკალების   მიერ    შსს   მინისტრის   მოადგილის   „ გაფრთხილება “ -  სახელმწიფოს   პირდაპირი    შანტაჟის , მისი   ლეგიტიმური   ავტორიტეტის   უგულვებელყოფის   ელფერს   იძენს . თუკი  17 მაისის   მოვლენებს   რეტროსპექტულად   გადავხედავთ  ( ყვითელი   ავტობუსის   რბევა , აქციის   მონაწილეთა   ბარბაროსული   დევნა   ქუჩებში , მეტროებსა   და   მაღაზიებში ), ცხადი    ხდება , რომ    სახელმწიფოს   ჰქონდა   ძალის   გამოყენების    სრულიად   ლეგიტიმური   უფლება . ამავე   ჭრილში  2007 წლის  7 ნოემბრის   და , მით   უფრო , 2011 წლის  25-26 მაისის   მოვლენების   განვიხილვისას   ირკვევა , რომ    სახელმწიფომ   არათუ   ისარგებლა   ძალის   გამოყენების   ლეგიტიმური   უფლებით , არამედ   ერთგვარი   ზემონდომებითაც . ამ    შემთხვევებში    საკამათოა , თუ   რამდენად   ემუქრებოდა    სახელმწიფოს   უსაფრთხოებას    ხსენებული   მანიფესტაციებისას   არსებული    საპროტესტო   ტალღა   და   რამდენად   დასაშვებია   ცივილიზებული    სახელმწიფოსთვის ,  ხელკეტებით    შეიარაღებულ   მანიფესტანტთა   ზეწოლის   ქვეშ   ეროვნული   დღესასწაულისადმი   მიძღვნილი    სამხედრო   აღლუმის   გაუქმება . ასეა   თუ   ისე , ორივე    შემთხვევაში   არსებულმა    ხელისუფლებამ   ლეგიტიმური   ძალადობის   დემონსტრირება   მოახდინა . თუმცა , როგორც   ჩანს   არაპროპორციულად , და , როგორც   მოგვიანებით   გაირკვა , თავისთვის    საზიანოდ . როდესაც   მოქალაქის   მხრივ    ხელისუფლებისადმი   დაქვემდებარებაზეა   ლაპარაკი , ბუნებრივად   ჩნდება   თვით    ხელისუფლ ( ებ ) ის   ღირებულებების    საკითხი .  შესაბამისად , ვებერი    სვამს   კითხვას  - რა   თვისებები   უნდა   გააჩნდეს   იმ   პიროვნებას , რომელიც   ანგაჟირებულია   პოლიტიკურ    საქმიანობაში ? ( თავად   მაქს   ვებერს   არასოდეს   ეკავა   რაიმე   პოლიტიკური   თანამდებობა , მაგრამ   როგორც   ფილოსოფოსის   მეუღლე   და   ბიოგრაფი   მარიანნ    შნიტგერი   აღნიშნავს : „... მას   ყოველთვის   აღაფრთოვანებდა   გემის   კაპიტანი , რომელიც   პასუხისმგებელია   მრავალი   ადამიანის   ბედ - იღბალზე “). ვებერი   ამბობს , რომ   მან , ვინც   ისწრაფის   პოლიტიკისკენ , უპირველეს   ყოვლისა   უნდა   გაითვალისწინოს   „ ეთიკური    საკითხების   პარადოქსები “ და   გაითვითცნობიეროს   თავისი   პირადი   პასუხისმგებლობა   ამ    საკითხების   ზეწოლის   ქვეშ . „ ეთიკური    საკითხების   პარადოქსებში “ ვებერი   გულისხმობს   პოლიტიკური    პასუხისმგებლობის   ერთგვარ    შეუსაბამობას   ქრისტიანული   ეთიკის   ნორმებთან  - „ თუკი    სიყვარულის   აკოსმიური   ეთიკის   პოსტულატი   ქადაგებს   „ ბოროტებისადმი   ძალადობით   არდაპირისპირებას “, - პოლიტიკოსისთვის   ქმედითია   ზუსტად    საწინაამღდეგო : ის   ვალდებულია   ძალისმიერად   დაუპირისპირდეს   ბოროტებას , თუ   არა   და   როდესაც   ბოროტება   იზეიმებს , მთელი   პასუხისმგებლობა    სწორედ   პოლიტიკოსს   დაეკისრება .“ ზემოთქმულიდან   გამომდინარე , პოლიტიკოსმა   უნდა   გაითვითცნობიეროს , რომ   ის   „ ეხლართება   ჯოჯოხეთურ   ძალებს , რომლებიც   ჩასაფრებული   არიან   მისი   ნებისმიერი   ძალადობრივი   მოქმედების   დროს “,  ხოლო   ვისაც   არ    შესწევს    საჭირო   ნებისყოფა , ჯობია    სხვა   პროფესია   აირჩიოს . ამავე   დროს , ვებერის   აზრით , პოლიტიკა   რომ   პროფესიად   ვაქციოთ , ამისთვის   ორი   გზა   არსებობს : ან   ვიცხოვროთ   „ პოლიტიკისთვის “, ანდაც   ვიცხოვროთ   „ პოლიტიკის    ხარჯზე “. ადამიანი , რომელიც   ცხოვრობს   პოლიტიკისთვის , ეძებს   არა   პირად   კეთილდღეობას , არამედ   გამუდმებით   ემსახურება   „  საქმეს “ და   ესაა   მისი   „ ცხოვრების   არსი “.  შეგრძნება , რომ   ისტორიული   პროცესის   ნერვი    ხელში   უჭირავს , ამაღლებს   პროფესიონალ   პოლიტიკოსს   „ ყოველდღიურობის   ფუსფუსის   ზღვარს   ზემოთ .“  სამაგიეროდ , პოლიტიკის    ხარჯზე   მცხოვრები   პიროვნება  - ამ   პროფესიას   მუდმივი    შემოსავლის   წყაროდ   აქცევს . ძალაუფლება   როგორც   ასეთი , მისთვის   ნაკლებად   მნიშვნელოვანია , ის   უპრობლემოდ   აღიარებს   ზემდგომის   პირველობას . ამ , მეორე   კატეგორიის   პოლიტიკოსები , ბიუროკრატიის , ან , მარტივად   რომ   ვთქვათ , ჩინოვნიკების   არმიას   წარმოადგენენ . მსგავსი   პოლიტიკოსების   უპირველესი   თვისება   „ მიუკერძოებლობაა “, ანუ   პოლიტიკური   ჩინოვნიკი   არ   უნდა   აკეთებდეს   იმას , რასაც   აკეთებს   პოლიტიკური   წინამძღოლი  - იბრძოდეს : „... ბრძოლა   და   ვნება  - ira et studium - პოლიტიკოსის    სტიქიაა , პირველ   რიგში   პოლიტიკური   წინამძღოლისა . ვინაიდან , წინამძღოლის   ქმედება   ყოველთვის   ექვემდებარება   ჩინოვნიკის   ქმედებისგან    სრულიად   განსხვავებულ  - პასუხისმგებლობის   პრინციპს .“  შესაბამისად , ვებერის   აზრით , ჩინოვნიკის    საქმე   ბრძანების   იმგვარად    შესრულებაა , თითქოს   ის    სრულიად   ემთხვეოდეს   მის    შეხედულებებს . მსგავსი   ეთიკური   დისციპლინის   გარეშე    სახელმწიფო   აპარატი   დაიმსხვრევა .  სამაგიეროდ , პოლიტიკური   წინამძღოლის   მოვალეობაა   პირადი   პასუხისმგებლობა    საქმისადმი , რომელსაც   ის   ვერც   აიცილებს   და   ვერც   ვერავის   გადააბარებს . ჯამში   ვებერი   მიდის   დასკვნამდე , რომ    სწორედ   პოლიტიკოსის   ამბიციებით    შებყრობილი   „  სახელმწიფო   მსახურნი “ ( ე . ი . ჩინოვნიკები ) გამოდიან    ხოლმე   უნიათო   პოლიტიკოსები , რადგან   მათი   პირადი   მონაცემები    შეუსაბამოა   პოლიტიკური   ლიდერის    სტატუსთან . რაც    შეეხება   პოლიტიკოსთა   პრაქტიკულ    საქმიანობას , ვებერის   ანალიზით   არსებობს   ორი   ფუნდამენტურად   განსხვავებული   მიდგომა , რომლებსაც   ფილოსოფოსი   „ მრწამსის   ეთიკას “ (Gesinnungsethik) და   „ პასუხისმგებლობის   ეთიკას “ ( Verantwortungsethik) უწოდებს . „ მრწამსის   ეთიკის “ პრინციპებით   მოქმედ   პოლიტიკოსს   მიაჩნია , რომ   მის   მიერ   განხორციელებული    ქმედება   აპრიორი   „  სამართლიანია “ და   თუ   ამ    საქმიანობას   უარყოფით    შედეგი   მოჰყვა , ეს   გარემოებათა , ან    სულაც   კაცობრიობის   არასრულყოფილების   ბრალია . „ პასუხისმგებლობის   ეთიკით “ მოქმედი   პოლიტიკოსი   კი    სწორედ   ამ   არასრულყოფილების   გათვალისწინებით   ავლენს   ინიციატივას .  შესაბამისად , პოლიტიკოსს   არ   აქვს   უფლება   თქვას , რომ   ის   იმთავითვე   არ   მოელოდა   უარყოფით    შედეგს . პოლიტიკოსი , რომელიც   ასე   იქცევა , ვებერის   თქმით   „ პოლიტიკური   ინფანტილიზმით “ არის   დაავადებული . თუკი   ზემოხსენებულ   თეორიებს   ფართო   პერსპექტივაში   განვიხილავთ ,  სრულიად   თვალსაჩინოა  XX  საუკუნის   დასაწყისში   ვებერის   მიერ   ჩამოყალიბებული   იდეების   თანხვედრა   დღევანდელ   ქართულ   რეალიებთან . როგორც   კი    საქართველოს   ამჟამინდელი    ხელისუფლების   მიერ   აპრობირებულმა  - „ რუსეთის   არგაღიზიანების “ დოქტრინამ    საკუთარი   უსუსურობა   გამოავლინა   („  საზღვრის “ 300 მეტრით   გადმოწევის   ინცინდენტი ), პრემიერ   მინისტრმა   ივანიშვილმა   ნაწყენი   ბავშვის   ტონით   განაცხადა : „ ის , რაც    ხდება , ძალიან   არასასიამოვნო   და   მართალი   გითხრათ , გაუგებარიცაა . რამეთუ , მე   მეგონა    სხვა   დამოკიდებულება   განვითარდებოდა   ახალ    ხელისუფლებასა   და   რუსეთს    შორის “ ( „ პრაიმ   ტაიმი “, 29 მაისი ). პრემიერის   მიერ   წამოძახებული   „ მე   მეგონა “ კლასიკური   განსახიერებაა   ვებერისეული   „ მრწამსის   ეთიკისა “: „ მე   კი   კარგი   მინდოდა , მაგრამ   აი   რა   გამოვიდა ...“    სამაგიეროდ , პარლამენტის   თავმჯდომარე   უსუფაშვილმა   ამ   პოსტზე    საქმიანობის   რამდენიმე   თვეში   თავი   წარმოაჩინა   როგორც   „ პასუხისმგებლობის   ეთიკის “ პრინციპებით   მოქმედმა   პოლიტიკოსმა . დროის   ამ   მონაკვეთში   უსუფაშვილმა   გააკეთა   ორი   უაღრესად   მნიშვნელოვანი   განცხადება :  საქართველოს   პატრიარქის   იუბილესადმი   მიძღვნილ    საზეიმო    შეკრებაზე  2013 წლის   იანვარში , როდესაც   მან , მართალია   დიპლომატიურ   ტონალობაში , მაგრამ    საკმაოდ   მკაფიოდ   თქვა   იმის    შესახებ , რომ   ეკლესიას   „  სახიფათოდ   დიდი   ადგილი   უკავია “ დღევანდელ    საქართველოში  ( და , ამით   თითქოს   განჭვრიტა  17 მაისის   მოვლენები ),  ხოლო   მოგვიანებით   „ რადიო   თავისუფლებასთან “ ინტერვიუში  (17.04.2013) მოახდინა    სახელმწიფოებრივი   აზროვნების    სანიმუშო   დემონსტრირება : „ ნაციონალურიმოძრაობის , როგორცყოფილიმმართველიპოლიტიკურიძალისგადარჩენათუპოლიტიკურსპექტრშიდარჩენა , ესარისქართულიდემოკრატიისამოცანა .“ ამ   განცხადებით   დავით   უსუფაშვილმა   თითქოს   ჩამოაყალიბა   თავისი   კრედო : ერთპოლუსიანი    სისტემის , ანუ   ერთი   პოლიტიკური   ცენტრის   მქონე   ქვეყანა   განწირულია   მუდმივი   კატაკლიზმებისთვის  -  ხსნა   ჭეშმარიტად   მრავალპარტიულ , პლურალისტურ   პოლიტიკურ    სისტემაშია .  საგულისხმოა , რომ   ვებერი   თავის   ნაშრომში    სცდება   პოლიტიკოსის   ქცევის   კოდექსს   „  საშინაო “ არენაზე , როდესაც   „ აბსოლუტური   ეთიკისა “ და   ეროვნული   ინტერესების    შეუსაბამობის  
Related Search
We Need Your Support
Thank you for visiting our website and your interest in our free products and services. We are nonprofit website to share and download documents. To the running of this website, we need your help to support us.

Thanks to everyone for your continued support.

No, Thanks