გენდერი კულტურული და სოციალური კონსტრიქტი--მზია წერეთელი

Description
ფსიქოლოგია

Please download to get full document.

View again

of 106
All materials on our website are shared by users. If you have any questions about copyright issues, please report us to resolve them. We are always happy to assist you.
Information
Category:

Documents

Publish on:

Views: 7 | Pages: 106

Extension: PDF | Download: 0

Share
Transcript
  კურსის   ზოგადი   დახასიათება : მიზანი , ამოცანები ,  სტუდენტთა    სწავლებისა   და    შეფასების   მეთოდები   კურსის    ხანგრძლივობა   და   განრიგი : 96  სთ  (8 კვირა ); მათ    შორის :  სააუდიტორიო   მუშაობა : 32  სთ ;  სტუდენტთა   დამოუკიდებელი    სამეცნიერო   მუშაობა : 64  სთ ;  სააუდიტორიო   მუშაობა   მოიცავს : ლექციებს   პრაქტიკული   ილუსტრაციებით  ( როლური   თამაშებები ,  შემთხვევის   განხილვადა   ა .  შ .) - 16  სთ ;  სემინარ - დისკუსიებს  - 16  სთ ;  სტუდენტთა   დამოუკიდებელი    სამეცნიერო   მუშაობა   მოიცავს :  სტუდენტთა   მიერ   ძირითადი   და   დამხმარე   ლიტერატურის   წაკითხვა - დამუშავებას , თითოეული    სტუდენტის   მიერ   ესსეს  - 18-20 გვ .- ის   მოცულობის    საბიბლიოთეკო - კვლევითი    სტატიის   მომზადებას   და    სემინარზე   პრეზენტაციას ;  სტუდენტების   მცირე   ჯგუფების   მიერ   ჯგუფური   პროექტის   მომზადებას    შემთხვევის    შესწავლასა   და   პრეზენტაციაში . თითოეული   ჯგუფის   მიერ    შესწავლილი    შემთხვევები   წარმოდგენილი , განხილული   და    შეფასებული   იქნება   ჯგუფში . კურსის   აღწერა : გენდერი , როგორც    სოციალურ - კულტურული   კონსტრუქტი . გენდერულროლური   იდეოლოგია , გენდერული    სტერეოტიპები   და   მასკულინობა - ფემინურობა   კროსკულტურული   თვალსაზრისით . გენდერული   იდენტიფიკაციისადა   გენდერული   როლების   ათვისების   თეორიები  ( ფსიქოდინამიკური ,  სოციალურ - კოგნიტური , კოგნიტური   განვითარების   თეორიები , ანდროგინიის   კონცეფცია , გენდერულ - როლური   ტრანსცენდენციის   და    სქემის   თეორია ).  სქესის    სოციალიზაცია   და   მისი   ინსტიტუტები . კულტურის   როლი   გენდერულ    სოციალიზაციაში . გენდერული   როლები   და   კროს - კულტურული   მონაცემები   ამ   მიმართულებით .  საზოგადოება   და   ოჯახი . ქალებსა   და    მამაკაცებს    შორის   ურთიერთობები . გენდერული   განსხვავებები   ქცევაში   კროსკულტურული   თვალსაზრისით . გენდერული    სტრატიფიკაციის   პატერნები .  შრომის   ბაზრის   გენდერული   ასპექტები   კულტურათა   თვალსაზრისით . გენდერული   ასიმეტრია : დისკრიმინაცია   თუ   ნორმა . გენდერული   თანასწორობის   ცნება . კულტურა   და   გენდერული   თანასწორობის   მოდელები . ქალი    სამხრეთ   კავკასიის   კულტურაში . ქართული   კულტურის   გენდერული   ანალიზი . კურსის   მიზანი :  სტუდენტმა   უნდა    შეიძინოს    საფუუძვლიანი   ცოდნა   გენდერის , როგორც    სოციალურ - კულტურული   კონსტრუქტის , მისი   ჩამოყალიბებისა   და   მოქმედების   მექანიზმების    შესახებ   და   აგრეთვე , კულტურათაშორისი   გენდერული    სხვაობების    შესახებ .  სტუდენტმა   უნდა   იცოდეს   თანამედროვე   თეორიული   და   ემპირიული   კვლევები   ამ   მიმართულებით .  სტუდენტმა   უნდა   განივითაროს   გენდერულ   კვლევებში    სამეცნიერო   ინფორმაცის   მოპოვებისა   და   დამუშავების   უნარები . მან   უნდა    შეძლოს   გენდერული   თეორიებისა   და   ემპირიული   მონაცემების    საფუძველზე   ცოდნის    სისტემატიზირება   და   დამოუკიდებელი   გენდერული   კვლევის   წარმოება .  სტუდენტთა    შეფასების   მეთოდები : გამოცდატესტი  ( წერილობით ) -2  სთ ; ჯგუფური   პროექტი    შემთხვევის    შესწავლასა   და   პრეზენტაციაში .  შესწავლილი    შემთხვევები   წარმოდგენილი   და   განხილული   იქნება   ჯგუფში . თითოეული   ჯგუფი    შეაფასებს   დანარჩენ   ჯგუფებს    შემდეგი   კრიტერიუმების   გათვალისწინებით : დიზაინი ,  შემოქმედებითობა , პრობლემის   გააზრების    სიღრმე , პრეზენტაციის   უნარ - ჩვევები ; ესსეს    შეფასება ;  სემინარებზე   გამართულ   დისკუსიებში   აქტიურობა .  შეფასების    სისტემა :  შეფასება    ხდება   ჯამური   მაჩვენებლის  (  სემინარები , ესსე , ტესტი , ჯგუფური   პროექტი )  საფუძველზე , თითოეული   კომპონენტის    შემდეგი   პროცენტული   წონით :  სემინარებზე   გამართულ   დისკუსიებში   აქტიურობა  - 20%, ესსე  - 30%, ტესტი  - 25%, ჯგუფური   პროექტი  - 25%.  შეფასების   პრინციპი    შემდეგია :85% -100% - 5 ( ფრიადი );75%-84,9% - 4 ( კარგი );65%-74,9% - 3 ( დამაკ .);0 - 64,9% - 2( არადამაკ .). თემა №1 - გენდერი  -  სოციალურ - კულტურული   კონსტრუქტი . გენდერულ - როლური   იდეოლოგია . გენდერული    სტერეოტიპები . მასკულინობა - ფემინურობა . კროსკულტურული   კვლევები .  კვირა №1  ლექცია  - 2  სთ სალექციო   კურსის    შესავალში   მოცემული   იქნება   გენდერის , როგორც   მეცნიერული   კვლევის   ობიექტად   ჩამოყალიბებისა   და   გენდერული   კვლევების   წარმოშობის   მოკლე   ისტორია . განსაზღვრული   იქნება   გენდერული   კვლევების   ადგილი    სოციალურ   მეცნიერებათა    შორის . თანამედროვე   მსოფლიოში   დემოკრატიული   და   ჰუმანისტური   ღირებულებების   და   ფასეულობების   დამკვიდრების   პროცესებმა   მსოფლიო    სოციალურ - პოლიტიკური   ცვლილებები   გამოიწვია , რამაც   უამრავი   ახალი , პრობლემური    საკითხი   დასვა   მეცნიერების   წინაშე . განსაკუთრებით   გაფართოვდა    სოციალურ   და   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა    სფერო . მრავალმა   მოვლენამ   ახალი    სოციალურ - ეკონომიკური   მოთხოვნების   ზეგავლენით   ცვლილება   განიცადა   და   ახლი    სოციალური   თუ    საზოგადოებრივი   დატვირთვა    შეიძინა . ამ   ცვლილებებმა   ბუნებრივად   გამოიწვია    სოციალური   მეცნიერებების   წინაშე   ახალი   პრობლემური    საკითხების   დასმა   და   ზოგიერთ    შემთხვევაში   მეცნიერების   ახალი   დარგების   ჩამოყალიბებაც . გენდერული   კვლევები , როგორც   დამოუკიდებელი   დისციპლინა ,  სწორედ   ამ   გზით   ჩამოყალიბდა . გენდერმა , როგორც    სოციალურმა   მოვლენამ   თავისი   აქტუალობა   ფემინისტური   მოძრაობის   ზეგავლენით    შეიძინა . თავდაპირველად   იგი   კაცობრიობის   ყურადღების   ცენტრში   მოექცა , როგორც   ქალთა   დისკრიმინაციის    სოციალური   ინსტიტუტი . მიუხედავად   იმისა , რომ   დღეისათვის   გენდერული   კვლევები    შორს   გასცდა   მხოლოდ   ქალთა   პრობლემების    შესწავლას , პოლიტიკოსებისა   და    საერთაშორისო    სამართლის   ინსტიტუტებისათვის   გენდერი   დღემდე   ინარჩუნებს   პოლიტიკურ   დატვირთვას . იგი   ქვეყნების  (  საზოგადოებების ) დემოკრატიულობისა   და   განვითარების   დონის   განმსაზღვრელ   ერთ - ერთი   ძირითადი   კრიტერიუმია . გენდერული   კვლევები   და   გენდერული   მიდგომა   გათვალისწინებულია   მრავალი   პროგრესული   ქვეყნის  ( აშშს , კანადის ,  სკანდინავიის   ქვეყნების   და    სხვ .)  სოციალური   პოლიტიკის   აგებისას , რაც   ითვალისწინებს   გენდერული   რეალიზაციისათვის   თანაბარი   პირობების    შექმნას . ამდენად , გენდერული   კვლევების   ერთ - ერთი   მიზანია   გენდერის   არა   მხოლოდ   მეცნიერული    შესწავლა , არამედ    საფუძვლის   მომზადება   გენდერული   თანასწორობის   მოდელების    შესაქმნელად . მაგრამ , ამავე   დროს , გენდერი , როგორც   ადამიანთა    საზოგადოებაში   მიმდინარე   და   მომქმედი   მოვლენა , ცხადია   მეცნიერების   კვლევის    საგნად   იქცა   და   დღეისათვის   ისე   გაფართოვდა , რომ    სოციალური   მეცნიერების   დამოუკიდებელ   დისციპლინად  - გენდერულ   კვლევებად  (Gender Study), ჩამოყალიბდა . იგი   მოიცავს   ადამიანის    სოციალური   მოღვაწეობის   ყველა   ასპექტს , ისევე , როგორც   იმ   ფასეულობებსა   და   მონაპოვრებს , რომლებიც   მთელი   ამ   მოღვაწეობის   განმავლობაშია   დაგროვილი . ამიტომ   გენდერული   კვლევები , როგორც   დისციპლინა   მჭიდროდ   გადაიკვეთა    სოციალური   და   ჰუმანირატული   მეცნიერების   ყველა   დარგთან .  შესაბამისად   გამოიკვეთა   და   გენდერული   კვლევების   ცალკეულ   მიმართულებებად   ჩამოყალიბდა   ოჯახის ,  სოციალური   როლების ,  შრომის   ბაზრის , ეკონომიკის , პოლიტიკის , განათლების   და    სხვა    სისტემების   გენდერული   ასპექტები . გენდერული   კვლევების   ცენტრში   მოექცა , აგრეთვე , კულტურის    სოციოლოგიის , ფსიქოლოგიის , ფილოსოფიის   და   ენის   გენდერული   ასპექტები . ამდენად , გენდერულმა   კვლევებმა    სრულიად    სამართლიანად   ინტერდისციპლინარული   დარგის   კვალიფიკაცია    შეიძინა . გენდერის , როგორც    სოციალურ - კულტურული   კონსტრუქტის   განსაზღვრებისთვის   მნიშვნელოვანია   ტერმინებს  „  სქესი “ და  „ გენდერი “  შორის   განსხვავების   გაგება .   სხვადასხვა   ქვეყნებში    სხვადასხვა    საზოგადოებები ,  სხვადასხვა    სიძლიერით   უსვამენ    ხაზს    სქესთა    შორის   განსხვავებებს : ზოგიერთი   მათგანი   ძლიერ   აქცენტს   აკეთებს   ამ   განსხვავებებზე , ზოგიერთი   კი  - ნაკლებად   აქცევს   ყურადრებას .  სქესთა    შორის   განსხვავებულობის    ხაზგასმა   მიუთითებს   იმაზე , რომ    სქესი   ადამიანის   ქცევის   მნიშვნელოვანი   დეტერმინანტია . ამასთან   მნიშვნელოვანია , რომ   ანატომიურად   და   ფიზიოლოგიურად   ქალსა   და   მამაკაცს    შორის   გაცილებით   უფრო   მეტი   მსგავსებაა , ვიდრე   განსხვავება . კროსკულტურულმა   გენდერულმა   გამოკვლევებმა   აჩვენა , რომ    სქესი , როგორც    სოციალური   ფაქტორი   მეტად   მცირე   ზემოქმედებას   ახდენს   ფსიქოლოგიური   მახასიათებლების   ფართე    სფეროზე    სხვადასხვა   კულტურულ    სფეროში . მაშასადამე , ძირითადად   ქალებსა   და   მამაკაცებს    სრულიად   თავისუფლად    შეუძლიათ    შეათავსონ   ერთმანეთი   გარკვეულ    სოციალურ   როლზე . მართლაც , გამოკვლევები   აჩვენებს , რომ   უმრავლეს    შემთხვევებში   ქალებსა   და   მამაკაცებს   თანაბრად    შესწევთ   უნარი   განხორციელონ   ერთნაირი   ქცევა , მათ   აქვთ   თანაბარი   პოტენციალი    შესრულონ   ესა   თუ   ის    სოციალური   როლი   თუ    სამუშაო . ცხადია , არსებობს , ერთი   მნიშვნელოვანი   გამონაკლისი , რომელშიც    სქესები   ერთმანეთს   ვერ    შეენაცვლებიან . ეს   არის   ქალის   რეპროდუქციული  (  შვილების   გაჩენის ) უნარი . მეცნიერული   კვლევის   ასეთი   მონაცემების   მიუხედავად , ნებისმიერ    საზოგადოებაში   და   კულტურაში   არსებობს   მეტ - ნაკლები    სიმკაცრით   განსაზღვრული   და   მიღებული   ქალისა   და   მამაკაცისთვის   აუცილებელი   ქცევის   ნორმები ,  ხასიათის   თავისებურებები , აგრეთვე , ქალისა   და   მამაკაცისათვის   მიუღებელი   ქცევის   ნორმები , მანერები , თავისებურებები   და    სხვ . უფრო   მეტიც ,  საზოგადოება   ადგენს    საქმიანობის   ქალურ   ან   მამაკაცურ    სფეროებს , ქალურ   და   მამაკაცურ   პროფესიებს   და   ა .  შ . ტრადიციულად    სქესის   გაგება   დაკავშირებულია   ფიზიოლოგიური   და   მორფოლოგიური   განსხვავებების   გამოვლენასთან .  სქესი   განისაზღვრება   ბიოლოგიური   ფაქტორებით . გარდა   ამისა , არსებობს   განსხვავებები   ადამიანთა    საქმიანობებში , ქცევებში ,  სოციალურ   როლებში , მენტალურ   და   ემოციონალურ   მახასიათებლებში , რომლებიც   ბიოლოგიურად   და   ფიზიოლოგიურად   არ   არის   დეტერმინირებული . ისინი   განპირობებულნი   არიან    სოციალური   და   კულტურული   ფაქტორებით . ტერმინი   გენდერი   ქალისა   და   მამაკაცის    სწორედ    სოციალურად   ნასწავლი   ქცევების , თვისებების   და   დამოკიდებულებების   აღსანიშნავადაა   მეცნიერებაში    შემოტანილი . გენდერი   გულისხმობს    სოციალურ   მახასიათებლებს , რომლის   მეშვეობითაც   ადამიანები   განსაზღვრავენ   ცნებებს  „ ქალი “ და  „ მამაკაცი “. გენდერის   ცნება   პირველად   ანთროპოლოგმა   გეილ   რუბინმა  (1975 წ .)  შემოიტანა   მეცნიერებაში   და   განსაზღვრა , როგორც  „  შეთანხმებათა   კომპლექსი , რომელიც   როგორც    საზოგადოებრივი   მოღვაწეობის    საგანი , არეგულირებს   ბიოლოგიურ    სქესს “. თანამედროვე   კვლევებში   ყველა   ავტორი   ეყრდნობა   გენდერის , როგორც    სოციალური    სქესის   გაგებას .  სქესი   დაკავშირებულია   ქალსა   და   მამაკაცს    შორის   ფიზიკურ ,  სხეულებრივ   განსხვავებებთან , ცნება  „ გენდერი “ კი   მიუთითებს   მათ   ფსიქოლოგიურ ,  სოციალურ   და   კულტურულ   თავისებურებებზე . თუკი    სქესი   ბიოლოგიურად   არის   დეტერმინირებული , მაშინ   გენდერი   არის    სოციალურად   და   კულტურულად   მოცემული . გენდერი  - ეს   არის    სქესთაშორისი   განსხვავებების    სოციალური   ორგანიზაცია : ქცევის   კულტუროლოგიური   მახასიათებელი , რომელიც    შეესაბამება    სქესს   მოცემულ   დროში   და   მოცემულ    საზოგადოებაში ; გენდერი   წარმოადგენს    სოციო -  სქესობრივი   როლების   მიმართებათა    სისტემის    სოციალურ   კონსტრუქციას . გენდერი   მნიშვნელოვანწილად   აპირობებს   ქალებისა   და   მამაკაცების   ფსიქიკურ   თვისებებს , უნარებს , მოღვაწეობის    სფეროებს , პროფესიებს   და    საქმიანობებს ,  სამართლებრივ   და   ეთიკურ   ნორმებს “. დაბადებიდანვე   ბავშვი   განეკუთვნება   ბიოლოგიურ   კატეგორიას  -  სქესს ,  შესაბამისად   მდედრობითს   ან   მამრობითს .  შემდგომში   განვითარების   პროცესში   ორივე    სქესი   მსგავსია   ფიზიოლოგიური   მახასიათებლებით , ისევე , როგორც   ფსიქოლოგიური   თავისებურებებით  
Similar documents
View more...
We Need Your Support
Thank you for visiting our website and your interest in our free products and services. We are nonprofit website to share and download documents. To the running of this website, we need your help to support us.

Thanks to everyone for your continued support.

No, Thanks